გრიბოედოვი

ალექსანდრე სერგეის ძე გრიბოედოვი (1795 – 1829 წწ)
რუსი მწერალი და დიპლომატი.
გრიბოედოევის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი თაობის – რევოლუციონერ თავად-აზნაურთა იდეები. მისი შემოქმედების საფუძველს რეალიზმი შეადგენს. გრიბოედოვის მთავარი თხზულებაა კომედია “ვაი ჭკუისაგან” (სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862). ნაწარმოების კონფლიქტს ქმნის ორი მსოფლმხედველობის, ორი ადეოლოგიის შეჯახება: ფეოდალიზმის დამცველთა და რევოლუციის ძალთა ბრძოლა, რეაქციული რუსეთისა და ახალი, თავისუფლებისმოყვარე თაობის ჭიდილი.

დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდიის პანთეონში.

ის გახლდათ მასონი 1816 წლიდან. იყო ლოჟა “გაერთიანებული მეგობრების” წევრი.