All posts by George

11249308_1118935184787151_3621471479050722610_n

პირველი ადამიანი, ვინმაც ფეხი დადგა მთვარეზე იყო მასონი, ესაა კოსმონავტი ნილ ამსტრონგი!

სხვადასხვა

11038693_1120353901311946_1474207302885341243_n

 

მასონად ინიციაცია (მიღება) ეს ადამიანისათვის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოველნაა მის ხოვრებაში. მიღების მერე თქვენ ხდებით უძველესი და ელიტარული ორდენის წევრი, შესაბამისად თქვენ იქნებით აღიარებული და მიღებული იმ ძმურ ატმოსფეროში, რომელიც სუფევს მასონთა ორდენში

სხვადასხვა

11781609_1169361356411200_6468566276677162346_n

მას შემდეგ რაც მეფე დავითმა დაიპყრო ქალაქი იერუსალიმი, ვინმე არავნასგან შეიძინა მთა მორია, სადაც ზვარაკის შესაწირი საკურთხეველი მოაწყო. ბიბლიავე გვამცნობს, რომ მთა მორია სწორედ ის ადგილია, სადაც აბრაამს მსხვერპლად უნდა შეეწირა თავის ძე ისააკი. ამ მთასთან ასოცირდება ოთხი ტაძარი
1. პირველი ეს არის სოლომონ მეფის მიერ აშენებული ტაძარი;
2. მეორე ტაძარი არყოფილა ქვისგან ნაშენები, ის უკავშირდება ძველ ებრაელთა ერთ-ერთი წინასწარმეტყველ ეზეკიელს (ძვ. წ. VI ს.), მის წარმოსახვაში ნაჩვენებია აღდგენილი იერუსალიმი და ტაძარი, რომლმაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში.
3. პირველი ტაძრის ადგილას ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა იუდეველებმა ძვ. წ.-ის 515 წელს ააშენეს მეორე ტაძარი (აქამენიდური სპარსეთის მეფის კიროს II დიდის დახმარებით და სახსრებით).
4. მეოთხე ტაძარი აშენებული იქნა მეფე იროდის მიერ იესო ქრისტეს პერიოდში, რომელიც დანგრეული იქნა რომაელების მიერ ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს, მისი მშენებლობის დამთავრებიდან ოთხი წლის თავზე.

სოლომონ მეფის პერიოდში ებრაელებს არ ყავდათ ისეთი არქიტექტორები, რომლების შესძლებდნენ ისეთი რთული კონფიგურაციის ტაძრის მშენებლობას, როგორსაც წარმოადგენდა იერუსალიმის ტაძარი. ტაძარი აშენებული იქნა იმ მშენებლების მიერ, რომლებიც გამოგზავნილი იქნა ფინიკიის ქალაქ ტირის მეფე ჰირამის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ტირის მეფისა და არქიტექტორის სახელები ერთმანეთს ემთხვევა, ორივეს ჰირამი ერქვა, მეფე ჰირამი – არ არის ჰირამ აბიფი.

სოლომონ მეფემ და ორმა ჰირამმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი “ლოჟა”და ერთობლივად წარმოადგენდნენ ოსტატ მასონის ჭეშმარიტი საიდუმოებანის მფლობელებს.
მიუხედავად იმისა, რომ მასონებს შორის დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ სოლომონის ტაძარის მშენებლობა წარმოადგენს მსოფლიო არქიტექტურასა და მშენებლობაში გარდამტეხ პუნქტს, საკმაოდ ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ეს ტაძარი თავისი მაშტაბითა და დაგეგმარებით წარმოადგენს კოპიოს შუმერული ტაძრის, რომელიც აშენებული იქნა შუმერების ღმერთი ნინუტრას საპატივცემულოდ. ეს ტაძარი აშენებული იქნა სოლომონ მეფამდე 1000 წლით ადრე.

ყველამ ვიცით თუ რა ფუნქციას ასრულებს ეკლესია, სინაგოგა თუ მეჩეთი, აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ თუ რა ფუნქციას ასრულებდა სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი, ეს იყო ადგილი სადაც ებრაელები თაყვანს სცემდნენ ღმერთს. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ეს მსჯელობა არის მცდარი, რადგანაც ეს ტაძარი არ იყო ამისთვის აშენებული, არ იყო იმისთვის რომ მანდ ევლოთ მომლოცველებს. ის იყო ღმერთის სახლი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით.
სოლომონის ტაძრის შიდა ფართობი შეადგენდა დაახლოებით 240 კვადრატულ მეტრს (27 მერტი სიგრძე და 9 მეტრი სიგანე). შენობა გადაჭიმული იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ერთადერთი შესასვლელი ქონდა აღმოსავლეთის მხრიდან.

ცნობილი მასონები

11231691_1179612842052718_1414253708634897967_n

ელიგზანდერ ფლემინგი

(1881 – 1955 წწ) – შოტლანდიელი მიკრობიოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1948-1955 ლონდონის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის პროფესორი. 1951-1954 ედინბურგის უნივერსიტეტის რექტორი. ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. ნობელის პრემიის ლაურიატი. აღმოაჩინა ლიზოციმი (1922წ) და პენიცილინი (1929წ)
ის იყო მასონი.
მასონური ლოჟა”Misericordia” № 2682-ის ღირსეული ოსტატი.
ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟის ხაზინადარი 1942 წელს.

სხვადასხვა

11923597_1186956567985012_4269442527562786256_n

მასონი არის მშვიდობისმოყვარე და სამოქალაქო ხელისუფლების მორჩილი, სადაც ის არ უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს; ის არასდროს მონაწილეობს მშვიდობის და თავისი ქვეყნის კეთილდღეობის წინააღმდეგ მიმართულ საიდუმლო შეთქმულებებში და არასდროს არ შეაწუხებს სასამართლო ხელისუფლებას თავისი არამართლზომიერი ქცევით.

/ ამონარიდი ანდერსონის მასონური კონსტიტუციიდან.1722წ./

ცნობილი მასონები

11219013_1189607311053271_3857645872843393160_n

მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ საკმაოდ დადებითი პიროვნებები, რომლებიც მართავდნენ ქვეყნებს, იყვნენ სასულიერო პირები, ქონდათ უდიდესი საწარმოები, იყვნენ მხედართმათავრები, იყვნენ ინტელიგეციის ნაღები საზოგადოება, მეცნიერები, რომლებმაც მოახდინეს უდიდეს გარდატეხები მსოფლიო განვითარების პროცესებზე, მათ გააკვლიეს გზა სოციალური და მეცნიერულ განვითარებისკენ.
ქვეყნები სადაც განვითარებულია მასონობა – განვითარების მწვერვალებისკენ მიისწრაფის, ეს თვალნათლივ შეიძლება ვნახოთ დასავლეთ ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე!

დასავლეთ ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა ქალაქში არსებობს მასონთა ლოჟები და ეს არის ადგილი სადაც იკრიბებიან ნამდვილი ჯელტმენები, ღირსეული ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ არც ძალას, არც ენერგიას ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ!

მასონები იღებენ ვალდებულებას, დახმარონ ერთმანეთს და დაიცვან ერთმანეთი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ისინი ნებისმიერ პირობებში ინარჩუნებენ სიმშვიდესა და წინასწორობას, რომლებიც საჭიროა საკუთარი თავის სრულად მართვისათვის.

მასონობა საძმოს ყველა წევრს ავალდებულებს პატივი სცენ ერთმანეთის აზრს და რწმენას. ძმებს ეკრძალებათ ნებისმიერი დისკუსია დაპირისპირების გამომწვევ პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე. საძმო თვლის თავის თავს ძმური ერთობის, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ცენტრად.

ცნობილი მასონები

paiki

ალბერტ პაიკი

დაბადების თარიღი (29 დეკემბერი 1809 — 2 აპრილი 1891).

ადვოკატი, კონფედერაციის არმიის გენერალი, მწერალი, ძველი და მიღებული შოტლანდიური მასონური რიტუალის რეფორმატორი, სამხრეთ იურისდიქციის დიადი კომანდორი, მასონი 33° ძველი და მიღებული შოტლანდიური წესის მიხედვით.

ზოგადი ინფორმაცია

 

King Solomon and King Solomon Temple

მას შემდეგ რაც მეფე დავითმა დაიპყრო ქალაქი იერუსალიმი, ვინმე არავნასგან შეიძინა მთა მორია, სადაც ზვარაკის შესაწირი საკურთხეველი მოაწყო. ბიბლიავე გვამცნობს, რომ მთა მორია სწორედ ის ადგილია, სადაც აბრაამს მსხვერპლად უნდა შეეწირა თავის ძე ისააკი. ამ მთასთან ასოცირდება ოთხი ტაძარი
1. პირველი ეს არის სოლომონ მეფის მიერ აშენებული ტაძარი;
2. მეორე ტაძარი არყოფილა ქვისგან ნაშენები, ის უკავშირდება ძველ ებრაელთა ერთ-ერთი წინასწარმეტყველ ეზეკიელს (ძვ. წ. VI ს.), მის წარმოსახვაში ნაჩვენებია აღდგენილი იერუსალიმი და ტაძარი, რომლმაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში.
3. პირველი ტაძრის ადგილას ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა იუდეველებმა ძვ. წ.-ის 515 წელს ააშენეს მეორე ტაძარი (აქამენიდური სპარსეთის მეფის კიროს II დიდის დახმარებით და სახსრებით).
4. მეოთხე ტაძარი აშენებული იქნა მეფე იროდის მიერ იესო ქრისტეს პერიოდში, რომელიც დანგრეული იქნა რომაელების მიერ ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს, მისი მშენებლობის დამთავრებიდან ოთხი წლის თავზე.

ყველამ ვიცით თუ რა ფუნქციას ასრულებს ეკლესია, სინაგოგა თუ მეჩეთი, აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ თუ რა ფუნქციას ასრულებდა სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი, ეს იყო ადგილი სადაც ებრაელები თაყვანს სცემდნენ ღმერთს. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ეს მსჯელობა არის მცდარი, რადგანაც ეს ტაძარი არ იყო ამისთვის აშენებული, არ იყო იმისთვის რომ მანდ ევლოთ მომლოცველებს. ის იყო ღმერთის სახლი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით.

სოლომონის ტაძრის შიდა ფართობი შეადგენდა დაახლოებით 243 კვადრატულ მეტრს (27 მერტი სიგრძე და 9 მეტრი სიგანე). შენობა გადაჭიმული იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ერთადერთი შესასვლელი ქონდა აღმოსავლეთის მხრიდან.

მასონებში ცენტრალურ ფიგურად ითვლება ადამიანი სახელად ჰირამ აბიფი. სოლომონ მეფის პერიოდში ებრაელებს არ ყავდათ ისეთი არქიტექტორები, რომლების შესძლებდნენ ისეთი რთული კონფიგურაციის ტაძრის მშენებლობას, როგორსაც წარმოადგენდა იერუსალიმის ტაძარი. ტაძარი აშენებული იქნა იმ მშენებლების მიერ, რომლებიც გამოგზავნილი იქნა ფინიკიის ქალაქ ტირის მეფე ჰირამის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ტირის მეფისა და არქიტექტორის სახელები ერთმანეთს ემთხვევა, ორივეს ჰირამი ერქვა, მეფე ჰირამი – არ არის არქიტექტორი ჰირამ აბიფი.

არქიტექტორი ჰირამ რომელიც ლეგენდის თანახმად, რომელიც ყველა მასონისთვისაა ცნობილი, მოკლული იქნა დაახლოებით სამიათასი წლის წინ სოლომონ მეფის ტაძრის მშენებლობის პერიოდში. სოლომონ მეფის ტაძრის მშენებლის, ჰირამ აბიფის მკვლელების სახელები ლეგენდის თანახმად იყო: “ჯუბელა”, “ჯუბელო” და “ჯუბელუმ“. სამივეს ერთად კი ეძახდნენ “ჯუის” (Juwes). მკვლელები ძალიან ნანობდნენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდნენ საკუთარი თავის დასჯას. ეს სურვილი გათვალისწინებული იქნა სოლომონ მეფის მიერ და მისი ბრძანებით სიკვდილის იმ მეთოდებით იქნენ დასჯილნი, რაც თვითონ ისურვეს.

სოლომონ მეფემ და ორმა ჰირამმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი “ლოჟა” და ერთობლივად წარმოადგენდნენ ოსტატ მასონის ჭეშმარიტი საიდუმოებანის მფლობელებს.

 

ზოგადი ინფორმაცია

 

farg gonio stafilosferi g

თავისუფალი ქვისმთლელობის ანუ მასონობის ერთი სრულიად ჩამოყალიბებული ცნება, რომელსაც ყველა ერთხმად ეთანხმება არ არსებობს. ზოგიერთისთვის ეს საძმოა, სადაც შეიძლება ბევრი მეგობარი შეიძინო, ზოგიერთისთვის უფრო მეტი შესაძლებლობები იმისათვის რომ მეტი წილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებისათვის, ბევრისთვის ჰობიცაა, მაგრამ ყველა თანხმდება რომ მასონობა ესაა უძველესი და უდიდესი არარელიგიური, არაპოლიტიკური, ძმური ჯაჭვით გაერთიანებული საძმო და საქველმოქმედო ორგანიზაცია (ორდენი). ის გვასწავლის საკუთარი თავის შეცნობას მასში გამართული ცერემონიებში მონაწილეობით.

მასონობა ესაა მამაკაცების საზოგადოება, რომლებსაც აერთიანებთ მორალური და სულიერი ფასეულობები. მასონობა უნერგავს მის წვრებს ცხოვრებისადმი მოლორალურ – ეთიკურ მიდგომას და ემყარება პატიოსნებას, სიკეთეს და სამართლიანობას. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მასონობა ასწავლის ადამიანებზე ზრუნვას და გაჭირვებულთა დახმარებას.

მასონებში ცენტრალურ ფიგურად ითვლება ადამიანი სახელად ჰირამ აბიფი, რომელიც ლეგენდის თანახმად, რომელიც ყველა მასონისთვისაა ცნობილი, მოკლული იქნა დაახლოებით სამიათასი წლის წინ სოლომონ მეფის ტაძრის მშენებლობის პერიოდში.

ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა, მაგრამ დამოკიდებულება მასონების მიმართ ისევ ისეთივე გაურკვევლობაშია, როგორც საუკუნეების წინ იყო. ადამიანები არ ენდობიან იმას, რისი არ სჯერათ, მითუმეტეს თუ საქმე ეხება “ელიტარულობას” ეს ნდობა სწრაფად გადაიზრდება ხოლმე სიძულვილში, მიუხედავად იმისა, რომ მასონად შეიძლება გახდეს ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც არის 21 წელს გადაცილებული (თუმცა არსებობს გამონაკლისები), რომელიც არის ჯანმრთელი, როგორც სულიერად ასევე ფიზიკურად, მამაკაცი რომელიც არის ზნეობრივად ჩამოყალიბებული და სწამს ღმერთისა და სულის უკვდავების. ბრიტანეთში ესეთი ადამიანები ძირითადად არისტოკრატები წამოადგენდნენ, ანუ მამაკცები, რომლებიც საშუალო კლასის მაღალ ფენას წარმოადგენდნენ.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ჰანოვერების დინასტიიდან – ვიქტორიას (ედვარდ კენტის ჰერცოგისა და ვიქტორია საქსენ-კობურგელის ასული) პერიოდში, სოლიდური მამაკაცისათვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ის ყოფილიყო მასონი.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მასონებში მიიღებოდნენ ადამიანები საზოგადოების თითქმის ყველა ფენიდან.

ძალიან ბევრ ადამიანს სმენიათ მასონებზე. მათი საიდუმოებებები მოსვენებას არ აძლევს ადამიანთა ორ ჯგუფს: არამასონებს, რომლებიც ტვინს “იჭყლეტენ” იმაზე თუ რა საიდუმოლოებას მალავენ მასონები და რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს მასონებიც, რომლებიც ამასვე აკეთებენ.

ანტიმასონური ლობისტების მიერ მასონებს მიაწერენ ყველანაირ სასიკვდილო ცოდვებს… მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მასონობაში არ იმალება არავითარი ბოროტება.

მასონები უამრავ კარგ საქმეებს აკეთებენ მთელ მსოფლიოში, ისინი სწირავენ უზარმაზარ თანხებს ქველმოქმედებაში (როგორც წესი ანონიმურად), ხოლო საზოგადოებაში ამკვიდრებენ სიკეთეს, სამართლიანობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობას და იცავენ ეთიკური სტანდარტების მაღალ დონეს.

კანის ფერი, რასა, რელიგიური შეხედულებანი არასოდეს უშლიდა ორდენში გაწევრიანებას, რომლის ორი მთავარი მიზანი წრმოადგენდა საზოგადოების ისეთი წყობის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა პიროვნების თავისუფლებაზე და ცოდნის გაღრმავებაზე.

რეგულარულ მასონურ ლოჟაში გაწევრიანების მსურველთათვის ერთ ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნას წარმოადგენდა და წარმოადგენს რწმენა ღმერთისა და სულის უკვდავების!