ცნობილი მასონები

11219013_1189607311053271_3857645872843393160_n

მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ საკმაოდ დადებითი პიროვნებები, რომლებიც მართავდნენ ქვეყნებს, იყვნენ სასულიერო პირები, ქონდათ უდიდესი საწარმოები, იყვნენ მხედართმათავრები, იყვნენ ინტელიგეციის ნაღები საზოგადოება, მეცნიერები, რომლებმაც მოახდინეს უდიდეს გარდატეხები მსოფლიო განვითარების პროცესებზე, მათ გააკვლიეს გზა სოციალური და მეცნიერულ განვითარებისკენ.
ქვეყნები სადაც განვითარებულია მასონობა – განვითარების მწვერვალებისკენ მიისწრაფის, ეს თვალნათლივ შეიძლება ვნახოთ დასავლეთ ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე!

დასავლეთ ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა ქალაქში არსებობს მასონთა ლოჟები და ეს არის ადგილი სადაც იკრიბებიან ნამდვილი ჯელტმენები, ღირსეული ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ არც ძალას, არც ენერგიას ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ!

მასონები იღებენ ვალდებულებას, დახმარონ ერთმანეთს და დაიცვან ერთმანეთი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ისინი ნებისმიერ პირობებში ინარჩუნებენ სიმშვიდესა და წინასწორობას, რომლებიც საჭიროა საკუთარი თავის სრულად მართვისათვის.

მასონობა საძმოს ყველა წევრს ავალდებულებს პატივი სცენ ერთმანეთის აზრს და რწმენას. ძმებს ეკრძალებათ ნებისმიერი დისკუსია დაპირისპირების გამომწვევ პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე. საძმო თვლის თავის თავს ძმური ერთობის, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ცენტრად.