სუვოროვი

ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი (1730 – 1800 წწ)
რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი, გენერალისიმუსი
სუვოროვის მხედართმთავრული ნიჭი და მისი სამხედრო მემკვიდრეობა სათანადოდ შეფასდა – სამამულო ომის პერიოდში დაწესდა სუვოროვის I, II, III ხარისხის ორდენი. შეიქმნა სუვოროვის სასწავლებლები. სანქტ-პეტერბურგის და რიგ სხვა ქალაქებში არის სუვოროვის სახელობის მუზეუმები და ძეგლები.

1761 წლის მიღებულ იქნა მასონურ ლოჟაში. იმ დროს “მოდაში” იყო მასონობა, მაგრამ სუვოროვი გახდა მასონი არა იმიტომ, რომ მისდევდა ამ “მოდა”-ს, არამედ ღრმა სულიერი მოთხოვნილების გამო. მან ყველა აუცილებელი მასონური საფეხური გაიარა. ოსტატ მასონი იგი პეტერბურგში გახდა.