ged essay sample business plan immobilier excel example of undergraduate dissertation literature review harvard college admissions essay topics

რეგულარობის 12 პრინციპი

  1. მასონობა არის დახურული, დაშვებითი ძმობა, რომელიც ეფუძნება სამყაროს დიადი არქიტექტორის – ღვთის ტრადიციულ რწმენას.
  2. თავისუფალი მასონობა არის ძმობა, რომელიც ეფუძნება საძმოს ძველ მცნებებსა და ლანდმარკებს, რომლებიც შეიცავენ ორდენის ძირითად განსაკუთრებულ ტრადიციებს, რომელთა დაცვაც იურისდიქციის რეგულარობის უცილობელი პირობაა.
  3. მასონური ორდენი თავის წევრად იღებს მხოლოდ თავისუფალ და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან იშრომონ მშვიდობის, სიყვარულის და ძმობის იდეალების განსახორციელებლად.
  4. მასონობის მიზანია თავისი წევრების ზნეობრივი განვითარება და, საბოლოო ჯამში, მთელი კაცობრიობის ზნეობრივი სრულყოფილება.
  5. თავისუფალი მასონობა აკისრებს ყველა ძმას ვალდებულებას, მკაცრად და ზუსტად დაიცვან რიტუალები და შეინახონ მასონური სიმბოლიკის ტრადიციები, როგორც სულიერი დახურული ორდენის სხვა წევრების მიერ აღიარების საფუძველი.
  6. მასონობა საძმოს ყველა წევრს ავალდებულებს პატივი სცენ ერთმანეთის აზრს და რწმენას. ძმებს ეკრძალებათ ნებისმიერი დისკუსია დაპირისპირების გამომწვევ პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე. საძმო თვლის თავის თავს ძმური ერთობის, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ცენტრად, იმ ადამიანთა ნაყოფიერი ჰარმონიის უცვლელ ცენტრად, რომელთა შორისაც საძმოს გარეშე ქიშპობა და გახეთქილება შეიძლება წარმოიშვას.
  7. მასონები საზეიმო ფიცს დებენ საკუთარი რწმენის შესაბამის „წმინდა სჯულის წიგნზე “, რათა მათ მიერ დადებულმა ფიცმა მიიღოს მათთვის წმინდა და ურღვევი ფიცის ძალა.
  8. მასონები ტოვებენ პროფანულ სამყაროს და იკრიბებიან ლოჟებში, სადაც აუცელებლად არის ორდენის სამი დიადი მნათობი: წმინდა სჯულის წიგნი, ფარგალი და გონიო, სადაც მუშაობენ ისეთი მონდომებითა და თავდადებით, როგორსაც ითხოვს რიტუალი და კონსტიტუცისა და საერთო რეგლამენტის უცვლელი პრინციპები და დებულებები.
  9. თავის რიგებში მასონები ღებულობენ მხოლოდ კეთილი ზნეობის და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ადამიანებს, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი საერო ხელისუფლებისადმი, რომებიც არიან კეთილგონიერნი, ღირსეულნი და ყველანაირად იმსახურებენ უფლებას, იწოდებოდნენ ძმებად, რომელთაც სწამთ ადამიანის ამაღლებული დანიშნულებისა და მარადისობის უსაზღვრო ძალისა.
  10. თავის ლოჟებში მასონები ავითარებენ საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს, მისი კანონებისა და კანიერად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას. ნებისმიერი სახის შრომას მასონები თვლიან ადამიანის უმაღლეს და ყველაზე ღირსეულ მოვალეობად.
  11. თავისი მაგალითით და მუდმივი, დაჟინებული შრომით მასონები თამამად და ღირსეულად იცავენ მასონურ საიდუმლოებას ორდენის აყვავებს მიზნით.
  12. მასონები იღებენ ვალდებულებას, დაეხმარონ ერთმანეთს და დაიცვან ერთმანეთი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ისინი ნებისმიერ პირობებში ინარჩუნებენ სიმშვიდესა და წინასწორობას, რომლებიც საჭიროა საკუთარი თავის სრულად მართვისათვის.

საქართველოს თავისუფალი კალატოზების ოფიციალური საიტი