essay about myself outline discursive essay topics 2013 developing e-service quality scales a literature review amway business plan 2013 ppt essay prompt university of florida

თავისუფალი მასონობის ლანდმარკები

  1. ამოსაცნობი ნიშნები და სიტყვები.
  2. სიმბოლური მასონობის სამ გრადუსად დაყოფა.
  3. მესამე გრადუსის ლეგენდა.
  4. საძმოს მართავს ძმების შემადგენლობიდან არჩეული თავმჯდომარე ოფიცერი, – დიადი ოსტატი
  5. დიად ოსტატს უფლება აქვს, თავმჯდომარეობდეს საძმოს ნებისმიერ შეკრებაზე, მიუხედავად იმისა, თუ სად და როდის ტარდება შეხვედრა.
  6. დიადი ოსტატი უფლებამოსილია, გასცეს უფლება ლოჟის გახსნაზე და მასში მუშაობის ჩატარებაზე.
  7. დიადი ოსტატი უფლებამოსილია, გასცეს უფლება რომელიმე ძმის რომელიმე გრადუსში აყვანაზე ტრადიციულად დადგენილი ვადების გაუთვალისწინებლად.
  8. დიადი ოსტატი უფლებამოსილია, ჩაატაროს ძმად კურთხევა ჩვეულებრივი პროცედურის დაცვის გარეშე.
  9. მასონები უნდა შეიკრიბონ ლოჟებში.
  10. როდესაც მასონები იკრიბებიან ლოჟაში, მათ უნდა უხელმძღვანელოს ოსტატმა და ორმა ზედამხედველმა.
  11. ნებისმიერი ლოჟის შეკრების დროს იგი სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
  12. ყოველ მასონს აქვს უფლება, წარმოდგენილი იყოს საძმოს ნებისმიერ საერთო შეკრებაზე და სათანადოდ მისცეს დავალება თავის წარმომადგენლებს.
  13. ყოველი მასონს აქვს დიად ლოჟაში ან თავისუფალ მასონთა გენერალური ასამბლეაზე აპელირების უფლება თავის ძმების გადაწყვეტილების თაობაზე.
  14. ყოველი მასონს აქვს უფლება ესტუმროს და დაესწროს ნებისმიერი რეგულარული ლოჟის კრებას.
  15. არცერთი სტუმარს, რომელიც უცნობია დამსწრე ძმათათვის, ან თუნდაც რომელიმე მათგანისათვის, არა აქვს უფლება შევიდეს ლოჟაში ტრადიციული გამოცდის ჩაუბარებლად.
  16. არცერთ ლოჟას არ აქვს უფლება, ჩაერიოს სხვა ლოჟის შინაურ საქმეებში ან მიანიჭოს გრადუსები სხვა ლოჟის წევრ ძმებს.
  17. ყოველი მასონი ვალდებულია დაემორჩილოს თავისი იურისდიქციის მასონურ კანონმდებლობას (საცხოვრებლის მიხედვით), მიუხედავად იმისა, არის იგი რომელიმე ლოჟის წევრი თუ არა.
  18. ძმად კურთხევის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს.
  19. რწმენა, რომ არსებობა ღმერთი, რომელსაც ეწოდება “სამყაროს დიადი არქიტექტორი (შემოქმედი).”
  20. მომავალში ახლად დაბადების რწმენა.
  21. წმინდა კანონის წიგნი არის ყველა ლოჟის მორთულობის უცვლელი, შეუცვლელი და განუყოფელი ნაწილი.
  22. ყოველი მასონი თანასწორია.
  23. ორგანიზაციის საიდუმლოობა.
  24. რელიგიური და მორალური სწავლებებისათვის სპეკულატიური მეცნიერების შექმნა ოპერატიულ (ქმედით) საწყისებზე და ასევე, ამ ხელობის ტერმინების სიმბოლური გამოყენება და ახსნა.
  25. ეს ლანდმარკები (პრინციპები) უცვლელია.

საქართველოს თავისუფალი კალატოზების ოფიციალური საიტი