ათათურქი

მუსტაფა ქემალ ათათურქი

1934 წლამდე მუსტაფა ქემალი (1881-1938 წწ)
თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი.

1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას მან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა (ლათინურ ანბანზე გადასვლა, სამოქალაქო კანონმდებლობა, ევროპული ტანსაცმლის და ცხოვრების წესის შემოღება და სხვ.) და თურქეთი ევროპული განვითარების გზაზე დააყენა.

1934 წელს მას სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებებისთვის მიენიჭა ტიტული „ათათურქი“ — თურქების მამა.

ის გახლდათ იტალიის მასონური ლოჟა “აღდგენილი მაკედონია და ჭეშმარიტების” წევრი. (Macedonia resorta et veritas).